სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 446 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 13-ით გაიზარდა.
ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
6 სექტემბრის მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 617-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 245 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 229 559 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 4 924 ადამიანი გარდაიცვალა.