საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 943 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 627 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 135, პისიარტესტით – 16 492.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,42 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,03 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 5,53 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 393 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 368 073 გამოჯანმრთელდა, 5 618 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 374 685 პირი, დღიურად აცრილია – 6 586. კარანტინის რეჟიმშია 70, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 584 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 183 პირი.