მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს გამოვლენილი 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 437 აჭარაში, 388 იმერეთში დაფიქსირდა.
დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
„თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, ქვემო ქართლში – 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 35 567-ს.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური შემთხვევა არის 18 364.