სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 2 383 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით კი, 29 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით მკურნალობას 28 548 ინფიცირებული გადის.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 85 034 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 1 272 ადამიანი, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 53 257 ადამიანი.
ამასთან, სომხეთის მთავრობა მოქალაქეებს შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინი გაახანგრძლივა