დღეს, 26 ოქტომბერს, ახალქალაქში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დარეგისტრირებულა.
როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ აცნობა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა დამტკიცებული, რომელთაგან 8 დარეგისტრირებულია ახალციხეში, 1 – ბორჯომში და 2 – ნინოწმინდაში.
დღეის მდგომარეობით, მთელ რეგიონში 1009 ადამიანია თვითიზოლირებული. 513 – ახალციხეში, 33 – ბორჯომში, 103 – ადიგენში, 86 – ასპინძაში, 165 – ახალქალაქში და 76 – ნინოწმინდაში.