სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 2 314 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან 207 პაციენტი განიკურნა, 27 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 23 პაციენტის გარდაცვალების მიზეზი „კოვიდ-19“ გახდა, ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.

25 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 77 837 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 50 908 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით სულ 1 180 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 337 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.