დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1 034, აჭარაში – 320, იმერეთში – 258, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ისაუბრა „კოვიდ-19“-ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს – 10 163-ს. სამწუხაროდ, 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1 034 შემთხვევა, აჭარაში – 320, იმერეთში – 258, ქვემო ქართლში – 107, შიდა ქართლში – 68, გურიაში – 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 49, კახეთში – 37, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ორი“, – განაცხადა სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121, საიდანაც 3 571 საავადმყოფოში, ხოლო 10 257 ბინაზე მკურნალობს.
„მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 762, აჭარაში – 686. მძიმე პაციენტი არის 427, მათ შორის, თბილისში – 232, აჭარაში – 77. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი – მათ შორის, თბილისში – 54, აჭარაში – 20. 2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 – აჭარაში, ხოლო 728 – თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 849, აჭარაში-2 183.
სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 7 916 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისში – 3 758 პირი, აჭარაში – 11 764, იმერეთში – 3 741.
ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას და გაწეული საქმიანობის ანგარიშს, რომელსაც ყოველდღიურად ვაწვდით ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.