სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, ვირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა.
სომხეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჯამში, 402 403 პირი დაინფიცირდა, აქედან 8 145 გარდაიცვალა, 365 662 კი – გამოჯანმრთელდა.