საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 281 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 5 489 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 743, „პისიარ“-ტესტით – 1 746.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1.95%, ბოლო 14 დღის – 1.94%, ბოლო 7 დღის – 1.65%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 651 577 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 631 715 გამოჯანმრთელდა, 16 777 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 865 985 აცრა, დღიურად აცრილია 141.
10 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.