საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 449 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21 313, „პისიარ“ ტესტით – 8 236.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,73%, ბოლო 14 დღის – 8,69%, ბოლო შვიდი დღის – 7,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 570 493 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 527 337 გამოჯანმრთელდა, 7 977 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 366 678 აცრა, დღიურად აცრილია 27 011.

კარანტინის რეჟიმშია 86, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 520 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 072 პირი.

7 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 996 პაციენტი, გარდაიცვალა 50 ადამიანი.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ, სერვერებზე შეფერხებების გამო, 7 სექტემბრის კოვიდსტატისტიკაში ყველა შემთხვევა ვერ მოხვდა.