სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კოვიდ 19-ს 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 175 016 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 225 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 164 954-ია.