ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად კორონავირუსული ინფექციის 594 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 229 763.
ბოლო დღის განმავლობაში 1 963 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 222,405-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში ვირუსით სულ 2,628 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა 3,845 ტესტი, აქედან 2,199 ანტიგენისთვის და 1,646 PCR-ტესტი.