13 თებერვალს, სასტუმრო-რესტორან კომპლექს Grand Mur -ში, ახალქალაქში საინფორმაციო ცენტრ Jnews.ge-ს ქართული რედაქციის პრეზენტაცია შედგა.
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი – Jnews.ge, ორგანიზაცია “ღია საზღვრების” პროექტია და უკვე მე-6 წელია არსებობს. დღემდე, გვერდი მკითხველს ინფორმაციას მხოლოდ ორ ენაზე – სომხურ და რუსულ ენებზე აწვდიდა. ახლა უკვე გვერდის ქართული ვერსიაც ამოქმედდა, რომლის ნახვაც შესაძლებელია მისამართზე ka.jnews.ge, ან jnews.ge -დან ქართულ ენაზე გადასვლით.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს ომბუდსმენის წარმომადგენელი, ევროსაბჭოს და ნატო-ს ცენტრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების სამინისტრო და სხვა სტუმრები.
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი ჯავახეთში არსებული ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევის მიზნით შეიქმნა. პორტალი ყოველდღიურად წერს სიახლეებისა და პრობლემების შესახებ, რომელიც აქტუალურია ჯავახეთში. პორტალზე, ასევე, შესაძლებელია ინფორმაციის მოძიება ადგილობრივ ტრადიციებზე, ლეგენდებზე, საინტერესო ადგილებსა და ადამიანებზე, ადგილობრივების success stories, ასევე სხვა მრავალი.
Jnews.ge მრავალი წლის განმავლობაში გეგმავდა ქართული გვერდის შექმნას, რათა ადგილობრივი ქართულენოვანი მოსახლეობა ჩვენს მიერ მიწვდილ ინფორმაციას მშობლიურ ენაზე გასცნობოდა, ასევე, საქართველოს მასშტაბით შესაძლებელი ყოფილიყო ჯავახეთის სიახლეების წაკითხვა.
პრეზენტაციაზე წარადგინეს jnews-ის კიდევ ერთი პროექტი – market.jnews.ge, რომელიც გვერდის მკითხველებს საშუალებას აძლევს უფასოდ განათავსონ განცხადებები.