ყარაბაღის თავდაცვის არმიის უწყებით, ღამით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, საერთო ჯამში, ვითარება შედარებით სტაბილური და დაძაბული იყო. ამასთანავე, ცალკეულ ნაწილებში საარტილერიო ბრძოლა გრძელდებოდა. თუმცა, დილით სროლები განახლდა.
“მიუხედავად ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეჩერების შეთანმებისა, დილით მოწინააღმდეგის ძალებმა ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებით საარტილერიო სროლები დაიწყო. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის შეტევითი მიზნების შესაბამის მოგერიებას ცდილობენ და ოპერატიულ ვითარებას აკონტროლებენ”,- ნათქვამია შეტყობინებაში.
ჰოვანისიანის თქმით, 18 ოქტომბრის 20:30 საათის მომაცემებით, მოგერიებულია 9 უპილოტო მფრინავი აპარატი, რომელთაგან ორი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყო.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კვლავ იყო მიღწეული ჰუმანიტარული შეთანხმება, რომელიც 18 ოქტომბრის 00.00 საათზე უნდა შესულიყო ძალაში. თუმცა, 00:04-დან 02:45 საათამდე ჩრდილოეთის მიმართულებით, ასევე 02:20-დან 02:45 საათამდე სამხრეთის მიმართულებით, აზერბაიჯანი სარაკეტო-საარტილერიო სროლები განახორციელა, რითაც კიდევ ერთხელ დაარღვია ცეცხლის შეჩერების ჰუმანიტარული რეჟიმი.
სამხედრო დანაკარგი
ყარაბაღის თავდაცვის არმიამ გამოაქვეყნა კიდევ 37 სამხედრო პირის სახელი, რომლებიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. საბრძოლო ქმედებების დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან, სომხურ მხარეზე 710 სამხედრო პირი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მხარე სამხედრო დანაკარგის შესახებ არ იტყობინება, ამას ასაბუთებს იმით, რომ ეს “სამხედრო საიდუმლოებაა”.
საერთაშორისო ორგანიზაციები
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა უსაფრთხოების და საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეპ ბორელთან საუბარში მთიანი ყარაბახის სიტუაციაში საერთაშორისო ორგანიზაციების გარკვეული წევრების არაზუსტ პოზიციებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოხატა.
მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი პოლიტიკა აზერბაიჯანის მიერ განიხილება როგორც საკუთარი აგრესიის გაგრძელების ურთიერთმოლაპარაკება, რომელსაც თან ახლავს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
მინისტრმა ბორელს წარუდგინა 27 სექტემბრიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო პირებისადმი მიყენებული ზარალის დეტალური ინფორმაცია, ასევე მათ მიმართებით გამოყენებული საერთაშორისო კონვენციების მიერ აკრძალული იარაღის, იძულებით გადაადგილებული მრავალრიცხოვანი პირის შესახებ.
მინისტრმა ყურადღება ასევე გაამახვილა აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღის სამოქალაქო პირებისა და სამხედროების, რომლებიც მათი კონტროლის ქვეშ მოექცნენ, წამების, დამცირების და მკვლელობების ფაქტს.
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 17 ოქტომბერს მიღწეულ ჰუმანიტარულ მოლაპარაკებასთან და შემდგომ სიტუაციებთან დაკავშირებით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელძღვანელმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა კვლავ გამოავლინა მოღალატური საქციელი და მიღწეული შეთანხმება დაარღვია, ის ყარაბაღის მიმართებით სამხედრო აგრესიის და სამხედრო გზით კონფლიქტის მოგვარების წინააღმდეგი არ არის.
მნაცაკაიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარის ეს აგრესია თურქეთის უშუალო ჩართულობის პირობებში ხორციელდება. ეს რეგიონში თურქეთის მიერ ტერორისტების გადაყვანაში გამოიხატება, რაც რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
საუბრის დროს ხაზი გაესვა ცეცხლის შეჩერების მიღწეული მოლაპარაკების აუცილებლობას.