დღეს, 17 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე არცახის ომს შეეხო. პუტინის თქმით, სიტუაცია მთიან ყარაბაღში, ბოლო წლებში, კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.

“სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, ეს დაძაბულობა მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. არა მგონია, რომ ეს გარედან ჩარევის შედეგად წარმოიქმნა. მრავალჯერ იყო სროლები და პატარა შეტაკებები. საბოლოოდ ეს კონფლიქტში გადაიზარდა”,- თქვა რუსთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინი მთიან ყარაბაღში სისხლისღვრის შეჩერებას რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების სამმხრივი განცხადების მთავარ შედეგად მიიჩნევს, ხოლო დანარჩენი საკითხები, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, მეორეხარისხოვანია.

“მთავარი საკითხი იყო ხალხის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, რაც ჩვენ მოვაგვარეთ”,- აღნიშნა პუტინმა.

მთიანი ყარაბაღის სტატუსზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის პოზიცია მდებარეობდა იმაში, რომ მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული 7 რაიონი აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს.

“რაც შეეხება სტატუსს, ის უცვლელი უნდა დარჩეს, ანუ ეს საკითხი მომავალში უნდა გადაწყდეს. თვითონ მთიანი ყარაბაღის სტატუსი უცვლელი უნდა დარჩეს. მთიან ყარაბაღში სტატუს-კვო უნდა დაფიქსირდეს, მაგრამ მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის კავშირის შესაძლებლობის შექმნის აუცილებლობით, რომლისთვისაც გათვალისწინებული იყო “ლაჩინის დერეფნის” შექმნა- სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის “კავშირის დერეფანია”,- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

აღვნიშნავთ, რომ 9 ნოემბრის ღამით სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, ყარაბაღში საბრძოლო ქმედებები შეწყდა. ამ დოკუმენტის თანახმად, 1-ლი დეკემბრისათვის სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს კელბაჯარის, აგდამის და ლაჩინის რაიონები გადასცა. მთიან ყარაბაღში შეხების ხაზზე, ლაჩინის დერეფნის მახლობლად, რუსეთის ფედერაციის მშვიდობისმყოფელი ძალები იყო დისლოცირებული. ლაჩინის დერეფანი (5კმ სიგანით), რომელიც ქალაქ შუშის შემოვლით ყარაბაღს სომხეთთან აერთიანებს, რუსეთის მშვიდობისმყოფელების კონტროლ ქვეშ დარჩა.