“გრძელდება საომარი ქმედებები ყარაბაღის საზღვართან. მოწინააღმდეგის მიერ ჩვენი თავდაცვის ჯარებში შეღწევის მცდელობები ამაოა”,- განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მოადგილემ, შუშან სტეფანიანმა.
“ზოგიერთი მიმართულებით, არტილერიისა და სასროლი იარაღის გამოყენებით, სროლები გრძელდება. ოპერატიულ-ტაქტიკურ გარემოებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ამჟამად საბრძოლო ქმედებები ფრონტის ყველა ხაზის მიმართულებით განახლდა. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის ყველა შეტევის მოგერიებას განაგრძობენ და ცოცხალ ძალასა და სამხედრო ტექნიკას ზიანის აყენებენ”,- აღნიშნავს ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო.
მარცხისა და წარუმატებლობის ფონზე მოწინააღმდეგემ სროლები დასახლებული პუნქტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით დაიწყი. კერძოდ, მარტუნის, მარტაკერტისა და გადრუტის მიმართულებით. სროლების შედეგად სომეხი და უცხოელი ჟურნალისტები არიან დაჭრილი.
დღეს, დაახლოებით 12.20 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა “სმერჩ”-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენებით, ქალაქ გადრუტი დაბომბა. ამის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი, არცრუნ ჰოვანისიანი გვაცნობებს.
“მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაჭრილები არიან”,- დაწერა მან.
სომხეთის საჰაერო სივრცე
საჰაერო თავდაცვის ლოკაციური მონაცემების თანახმად, 00:15 საათის მონაცემებით, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ოთხი უპილოტო მფრინავი აპარატი ჩამოაგდეს: ერთი კოტაიკში, დანარჩენი სამი- გეღარკუნიკის რეგიონში. აღნიშნულის შესახებ საკუთარ Facebook გვერდზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მოადგილე შუშან სტეფანიანი გვაცნობებს. საერთო ჯამში სომხეთის საჰაერო სივრცეში აზერბაიჯანის 7 უპილოტო მფრინავი აპარატია დამარცხებული.
სტეფანიანის თქმით, ყველა დამარცხებული უპილოტო აპარატები სადაზვერვო იყო.
დანაკარგი მშვიდობიან მოსახლეობას შორის
მთიან ყარაბაღში, 27 სექტემბრიდან დაწყებული, საბრძოლო ქმედებების შედეგად, სომხურ მხარეზე 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 60-ზე მეტი- დაჭრილი იყო, რომელთაგან 42-მა სერიოზული ჭრილობები მიიღო, იტყობინება მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენი, არტაკ ბეგლარიანი.
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის რაიონ ვარდენში განხორციელებული საარტილერიო სროლების შედეგად, კიდევ ერთი მშვიდობიანი მაცხოვრებელი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის მხარე, თავის მხრივ, 27 სექტემბრიდან, საბრძოლო ქმედებების დაწყებიდან 12 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ იტყობინება, თუმცა სამხედრო დანაკარგს არ ააშკარავებს.
სამხედრო დანაკარგი
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია კიდევ 54 სომეხი სამხედრო პირის გარდაცვალებას გვაცნობებს, რომლებიც ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად დაიღუპნენ. ამის შესახებ თავდაცვის არმიის ხელმძღვანელის მოადგილემ, არტურ სარკისიანმა განაცხადა. ამგვარად, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, მსხვილმასშტაბიანი საბრძოლო ქმედებების დაწყებიდან, სომხურმა მხარემ 157 სამხედრო პირი დაკარგა.
სომხური მხარის მონაცემებით, მოწინააღმდეგის დანაკარგი საბრძოლო ქმედებების დაწყებიდან 2 ოქტომბრის 8.00 საათის მდგომარეობით შეადგენს: 1750 სამხედრო პირი, “სუ-25” 5 თვითმფრინავი, “MI-24” 10 ვერტმფრენი, 107 უპილოტო მფრინავი აპარატი, 205 ერთეული ჯავშანგამტარი ტექნიკა, 1 MLRS “smerch”
ამის შემდეგ სომხურმა მხარემ კიდევ 1 თვითმფრინავი და 2 უპილოტო მფრინავი აპარატი ჩამოაგდო.
დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მხარე არ ააშკარავებს.
დაჭრილი უცხოური მედია საშუალებების წარმომადგენლები
სომხეთის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრის ცნობით, აზერბაიჯანის მიერ ქალაქ მარტუნის (მთიანი ყარაბაღი) დაბომბვის შედეგად Le Monde ფრანგი (საფრანგეთის მოქალაქე) ორი ჟურნალისტი დაშავდა.
ყარაბაღის ექიმებმა ფრანგი ჟურნალისტის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელმაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ მარტუნის დაბომბვის შედეგად მძიმე ჭრილობები მიიღო. La Monde ფრანგი კორესპონდენტის ალან კავალის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.