ჯავახეთის ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მსოფლიოს 15 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობას მიმართა, რომელთა საელჩოები და საკონსულოები საქართველოში მდებარეობს, მათ კონკრეტული ქმედებებისაკენ მოუწოდეს, რათა მთიან ყარაბაღში ომი შეაჩერონ.
“ჩვენ, ჯავახეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოგმართავთ უპრეცენდენტო საბრძოლო ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მთიანი ყარაბაღი – აზერბაიჯანის ფრონტის ხაზზე მიმდინარეობს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და აუცილებლად ვთვლით თქვენი მხრიდან გადამწყვეტი და კონკრეტული ქმედებების მიღებას აგრესიის შეჩერების მიზნით, რომელიც რეგიონში სერიოზულ დესტაბილიზაციას იწვევს. თქვენს ყურადღებას შემდეგ ასპექტებზე ვითხოვთ:
თურქეთის ახლანდელი ხელისუფლების მიერ ჩატარებული აგრესიული პოლიტიკის საკითხის განხილვას, მისი აქტიური მონაწილეობა ზემოაღნიშნულ სამხედრო კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთის დაქირავებულთა, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მონაწილეობით, როგორც სირიიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.
დიპლომატიური და სხვა ზომების მიღება, მათ შორის სანქციური ხასიათის აკრძალვები.
თქვენი აქტიური ხელშეწყობა სამხედრო ქმედებების აღკვეთისათვის მსოფლიო ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანებაში, მათ შორის ყარაბაღში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა. ტერორიზმი არ უნდა გავრცელდეს ამიერკავკასიაში; აუცილებელია ტერორიზმზე გამარჯვების მოპოვება.
ნებისმიერი ბრძოლა ამ ბოროტებასთან – სამართლიანი ბრძოლაა. მსოფლიოს ყველა ორგანიზაციამ იცის და დარწმუნებულია, რომ ტერორისტები სამხედრო ქმედებების ზონაში მესამე ქვეყნის აგრესორების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ღმოჩნდნენ.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვეთანხმებით იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არავის მისცემს უფლებას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეების ცხოვრებაში ჩაერიონ.
ჩვენ წინააღმდეგნი ვართ კონფლიქტის, პრობლემური საკითხების სამხედრო ძალის გამოყენებით მოგვარების, განსაკუთრებით მესამე ქვეყნების მონაწილეობით.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მიმართვა მიღებული იქნება არა მხოლოდ განხილვისათვის, არამედ შესაბამისი კონკრეტული პასუხის მიღებისათვის თქვენი მხრიდან”,- ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვა გაგზავნილია პოლონეთის, ლატვიის, ლიტუას, ესტონეთის, აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ავსტრიის, ჩინეთის, შვედეთის, იაპონიის, ნორვეგიის, იტალიის, საბერძნეთის საელჩოებში.