2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ახალქალაქში, კიდევ ერთი კანდიდატის შესახებ გახდა ცნობილი. დავიდ რსტაკიანი, დავიდ ჭიჭინაძის პარტია “ტრიბუნის” მხრიდან, პარტიული სიების სისტემით იყრის კენჭს.
დავიდ რსტაკიანი, სომეხი ეროვნების სხვა კანდიდატებს ისევე, როგორც ქვემო-ქართლის რეგიონის კანდიდატებს შორის, პარტიული სიების პირველ ოცეულში შედის, მისი ნომერია 13.
“ეს გადაწყვეტილება ბევრად ადრე იყო მიღებული. პარტიის ხელმძღვანელი დავიდ ჭიჭინაძე, თბილისში, ისნის საარჩევნო ოლქში მონაწილეობს. მან დაგვანახა, რომ სომეხი ერის დიდი მეგობარია, რადგან დაბადებულია თბილისში, ავლაბარში- სომხების გარემოცვაში. სიაში ჩემ გარდა კიდევ არიან სომხები, მე-3 ნომერი-სომეხი ქალბატონია, მე-7 ნომერი გენადი მურადიანია. ჩვენი მიზანი – მომავალში სომხური გავლენის (ლობბის) გაძლიერება, რათა საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გვქონდეს. შანსი რა თქმა უნდა გვაქვს და ხმებს მოვაგროვებთ, რადგან ჩვენ გვიცნობენ. ჩვენ ჯავახეთში უკანასკნელი ადამიანები არ ვართ”,- ამბობს დავიდ რსტაკიანი.
პარტია “ტრიბუნის” პროპორციული სიების კანდიდატს პოლიტიკური “ბექგრაუნდი” აქვს. ის ადგილობრივ დონეზე მონაწილეობდა პოლიტიკაში, იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, ასევე “ვირკ” პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი იყო, რომელიც, როგორც პარტია, ვერ დაარეგისტრირეს. კანდიდატის თქმით, ის ფლობს სახელმწიფო ენას, თუმცა სრულყოფილად არა.