საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს, 30 სექტემბერს დაასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს ბოლო სესია სრული შემადგენლობით გაიმართება.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი ვალდებულია პლენარული სხდომები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაასრულოს.
მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა 2016 წლის 18 ნოემბერს დაიწყო. პარლამენტში 4 წელიწადში ორი თავმჯდომარე შეიცვალა. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე იკავებდა. 2019 წლის ივნისის მოვლენებისა და ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მან თანამდებობა დატოვა. შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი გუნდიდან არჩილ თალაკვაძე გახდა.
მე-9 მოწვევის პარლამენტმა შეიტანა ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ და შედეგად, ქვეყანა დიდწილად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.