ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 1058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში 395 პაციენტი განიკურნა ვირუსისგან, 10 გარდაიცვალა.
ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, დამდგარი ლეტალური შედეგიდან 7 COVID-19 – ით, დანარჩენილი სხვა დაავადებები გამო გარდაიცვალა.
14 ოქტომბრის მონაცემებით, სომხეთში დაფიქსირდა COVID-19 58,624 შემთხვევა. ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 46 713 ადამიანია.
სომხეთში კორონავირუსის შედეგად სულ 1039 პაციენტი გარდაიცვალა. 311 მათგანის გარდაცვალების მიზეზად “სხვა დაავადებები” დასახელდა.