სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 378 შემთხვევა გამოვლინდა, 1 962 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 39 პაციენტი, კიდევ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზად კი, სხვა დაავადებები დასახელდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 5 966 ტესტი ჩატარდა. 15 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 329 341 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 295 722 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან, ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით სულ 7 055 ადამიანი გარდაიცვალა. 1 379 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები დასახელდა.