ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან ქალაქის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, ასევე სხვა სოფლებში ბავშვების ტრანსპორტირებისთვის დაახლოებით 110 000 ლარი გამოიყო. თებერვალ-მარტში 175 ბავშვის გადაყვანაზე ტენდერი უკვე შედგა და მათი ტრანსპორტირება ხორციელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯებს, უკვე მეორე წელია აფინანსებს. აქამდე ბავშვების გადაყვანას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფდა. მუნიციპალიტეტი ბავშვის სასწავლო დაწესებულებამდე მიყვანას იმ შემთხვევაში ახორციელებს, თუ სკოლას, ან საბავშვო ბაღსა და ბავშვის საცხოვრებელს შორის მანძილი 3 კილომეტრს აღემატება.
ტენდერი ორ-სამ თვეზე ცხადდება. 2020 წლის თებერვალ-მარტის ტენდერი გრიგოლ წურწუმიამ მოიგო 18 027.00 ლარით.
ახალქალაქის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ვალერი სტელმაშოვის თქმით, კორექტირების შემდეგ, ბავშვების ტრანსპორტირებაზე ტენდერს ისევ გამოაცხადებენ.
მისი მტკიცებით, ტრასპორტირება თებერვლის დასაწყისიდან ხორციელდება.
ტენდერის დომუკენტაციის მიხედვით, ტრანსპორტირება ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:
სოფელი კარტიკამიდან ახალქალაქის №2 სკოლაში- 20 მოსწავლე;
ბალხოდან სოფელ ბუღაშენის სკოლაში – 8 მოსწავლე;
სოფელი კულიკამიდან და ხულგუმოდან ახალქალაქის №2 სკოლაში- 17 მოსწავლე;
სოფელი იხტილადან სოფელი ბარალეთის საბავშვო ბაღში- 20 მოსწავლე;
სოფელი ზაქიდან სოფელი ბურნაშეთის საბავშვო ბაღში- 6 მოსწავლე;
სოფელი მერენიიდან ბარალეთის საბავშვო ბაღში- 18 მოსწავლე;
სოფელი ბოზალიდან და ფილიპოვკიდან სოფელი კარწახის საბავშვო ბაღში- 15 მოსწავლე;
სოფელი კორხიდან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში- 10 მოსწავლე;
სოფელი მაჯადიიდან ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში- 17 მოსწავლე;
სოფელი ბავრიდან ახალქალაქის №2 საბავშვო ბაღში- 19 მოსწავლე;
სოფელი ხოსპიოდან ახალქალაქის №1, №2 საბავშვო ბაღებში- 14 მოსწავლე;
სოფელი ჩამდურიან და მურჯახეთიდან ახალქალაქის №1, №2 საბავშვო ბაღებში-11 მოსწავლე.