შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის 710 შემოწმებულ საბავშვო ბაღს შორის 625 შეესაბამება მოთხოვნებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეიმუშავა. ახალქალაქის საბავშვო ბაღებიც მუშაობისათვის არიან მზად.
მთელ საქართველოში, შემოწმებულ საბავშვო ბაღებს შორის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები 85-მა არ დააკმაყოფილა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან JNEWS-ს აცნობეს, რომ იმ საბავშვო ბაღებს შორის, რომლებმაც შემოწმება ვერ გაიარეს, ახალქალაქის საბავშვო ბაღები არ არის.
“ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა №3 საბავშვო ბაღს, რადგან იქ ბავშვების დღისით დაძინების შესაძლებლობა არის, თუმცა საჭიროა სარეცხი მანქანა. ამჟამად სარეცხი მანქანის ყიდვა არ შეგვიძლია. ამიტომ, დიდი ალბათობით, ბავშვები საბავშვო ბაღში არ დაიძინებენ”,- ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ანაიდა ასატურიანი.
ამჟამად, მთელ საქართველოში საბავშვო ბაღების შემოწმება აქტიურ რეჟიმშია და 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საქართველოს საბავშვო ბაღები, მათ შორის ახალქალაქში, 12 ოქტომბერს გაიხსნება, გარდა აჭარის რეგიონისა. პანდემიასთან დაკავშირებით ჯანდაცვამ გამოიმუშავა რეკომენდაციები, რომლის დაცვის შემთხვევაში საბავშვო ბაღებში განახლდება სამუშაო პროცესი.