მართმადიდებლური ეკლესიის ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლოტმა, ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტზე მიმართვა გააკეთა, მან მხარეებს შეიარაღებული კონფლიქტის შეჩერებისკენ მოუწოდა.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი მხარეებს კონფლიქტის შეჩერებისა და საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს. მიმართვაში ის ამბობს:
“მე, მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ვცხოვრობ ახალქალაქის, კუმურდოს და კარის ეპარქიაში. ჩემი ეპარქიის ნაწილში სომეხი მოსახლეობა უმეტესობას 97%-ზე მეტს შეადგენს. მე ვცხოვრობ სომხებს შორის, მათთან ურთიერთობა მაქვს, ვზრუნავ მათზე და ისინი მიყვარს. ამიტომ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რაც ახლა ყარაბაღში ხდება. ეს ღია ჭრილობაა არა მხოლოდ აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. მე იმედი მაქვს, რომ მთელი მსოფლიოსთვისაც. მეორე მხრივ ჩემი ეპარქიის ნაწილი, დასახლებულია ქურთებით. თვითონ ჯავახეთში, სადაც ვცხოვრობ, საუკუნეების განმავლობაში მწყემსები აზერბაიჯანელები იყვნენ და არასდროს ყოფილა კონფლიქტი აზერბაიჯანულ და სომეხ მოსახლეობას შორის. მამები, პაპები, ერთად მწყემსავდნენ ფარას. ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია, პირადად მე, ქართველებს და ქართულ სახელმწიფოს ამ კონფლიქტში ვიყოთ მხარე. ჩვენ ყველა საშუალება უნდა შევთავაზოთ მათ შერიგებისთვის. მე, როგორც ქრისტიანმა, მინდა მოგიწოდოთ ადამიანის და საკუთარი მტრის სიყვარულისკენ.
საკუთარი სამშობლოს დამცავი არ უნდა გადაიქცეს მკვლელად, ყველას მოვუწოდებ საერთო ენის გამონახვისა და საომარი ქმედებების შეჩერებისკენ. აფხაზეთის კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა და ჩვენ დღემდე აფხაზებთან საერთო ენისა და შერიგების გზებს ვეძებთ. ვიმედოვნებ, რომ სომხებიც და აზერბაიჯანელებიც შეძლებენ საკუთარ თავზე მაღლა დადგომას. მე ღმერთს ვთხოვ და ვლოცულობ, რომ ყველას საომარი კონფლიქტის შეჩერების ძალა მისცეს”, – ნათქვია მიმართვაში.
მიტროპოლიტი აფსაზეთის ომის დეტალებს იხსენებს.
ვიდეომიმართვა სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ: