29 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში საზეიმოდ აღნიშნეს “თუმასის” ხიდის 10 წლისთავი.

ხიდი 10 წლის წინ ქველმოქმედ თუმას ჩივჩიანის მიერ აშენდა.

სამშენებლო სამუშაოები 2012 წლის მარტში დაიწყო და 2013 წლის დეკემბერში დასრულდა. ხიდის სიმაღლე 41 მ, სიგრძე 182 მ, სიგანე 2 მ. 10 წელია ხიდი ხულგუმოსა და მიმდებარე სოფლებს ქალაქთან აკავშირებს.

Tumas_7

Tumas_6

ხულგუმოში დღეს ხალხმრავლობა იყო. “თუმასის” ხიდთან ხალხი შეიკრიბა. ღონისძიებას ჩივჩიანების ოჯახი, სოფლის მოსახლეობა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრები ესწრებოდნენ.

ქველმოქმედმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა, ხოლო შეკრებილებმა თუმას ჩივჩიანს მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრისთვის. ჩივჩიანებმა ხიდზე გაიარეს, ცაში სიმბოლური თეთრი და წითელი ბუშტები გაუშვეს.

შემდეგ ღონისძიება სოფლის კულტურის სახლში გაგრძელდა (რესტავრაცია კვლავ ქველმოქმედმა თუმას ჩივჩიანმა ჩაატარა).

Tumas_5

Tumas_4

ღონისძიებაზე გულწრფელი სიტყვებით ისაუბრეს ძმებმა თუმას და რაფიკ ჩივჩიანებმა და მათმა ვაჟებმა, რომლებმაც ხიდის მშენებლობა განახორციელეს, ავთანდილ დულხანიანმა, ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თერეზა ჩივჩიანმა, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა და სხვებმა.

ღონისძიება ეთნოგრაფიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჯავახკმა“ და სამხატვრო ხელმძღვანელმა ალიკ ქსპოიანმა მუსიკალური და საცეკვაო შესრულებით დაამშვენეს.

Tumas_3

მადლობის ნიშნად თუმას და რაფიკ ჩივჩიანებს ხულგუმოს მოსახლეობით სახელით სიგელები გადაეცათ.

Tumas_1

ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი “თუმასის” ხიდის შექმნის შესახებ.

Tumas_2

ხიდის მშენებლობის სამუშაოები

თუმას ჩივჩიანის მამა, მკრტიჩ ჩივჩიანი ახალქალაქის ლაბორატორიაში მუშაობდა, ცალ ფეხში კოჭლობდა, ამიტომ სამსახურში მისასვლელად ხეობაში ასვლა-ჩამოსვლა ძალიან გაუჭირდა. ერთხელაც მან სცადა საფეხურების აშენება, მაგრამ ნაადრევმა სიკვდილმა არ მისცა საშუალება დაემთავრებინა დაწყებული საქმე. თუმასი მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა მამის მიერ დაწყებული საქმის დასრულებაზე. და 2013 წელს მან აისრულა თავისი ოცნება.

Tumas_8