დაიწყო ახალქალაქში ჯივანის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „მნდოს პარკის“ სახელით არის ცნობილი. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, ტენდერი ჩატარდა, საბუთები მზადდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაციის შედეგად პარკს ფოტოზე ნაჩვენები ხედი ექნება.

ახალქალაქში ჯივანის პარკის აღდგენისთვის თავდაპირველად 639 232 ლარი გამოიყო. სამუშაოებზე ტენდერი 580 000 ლარის ოდენობით “K-კომპანიამ” მოიგო, ამჟამად შერჩევისა და შეფასების პროცედურა მიმდინარეობს. მთლიანი ხარჯებიდან 82,2% სახელმწიფოს, 17,8% ადგილობრივი ბიუჯეტის შენატანია.

სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. 2022 წელს სამუშაოები განხორციელდება 525 486 ლარის ოდენობით, 2023 წელს – 113 746 ლარი. 2022 წელს სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს, 2023 წელს კი – 120 დღეში.

პროექტის მიხედვით, კეთილმოეწყობა პარკის ტერიტორია, ცენტრში იქნება შადრევანი, კაფე, დამონტაჟდება ახალი სკამები, სანაგვე ურნები, იქნება ლამაზი ორსართულიანი წყლის შადრევანი,  დამონტაჟდება ღამის განათება. პარკში იქნება საბავშვო ატრაქციონები. პარკის პერიმეტრზე მოეწყობა ველობილიკი.

პარკის საერთო ფართობია 2904 კვ/მ-ია.

pulpulak