საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6-ით გაიზარდა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 236 პაციენტი მკურნალობს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1351 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1098-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7082 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 334.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.