ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების გახსნა 12 ოქტომბრამდე გადაიდო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები, რომლებიც 1 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო, არ გაიხსნება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ანაიდა ასატურიანის თქმით, ამჯერად გახსნა 12 ოქტომბრამდე გადაიდო. მისი თქმით, საბავშვო ბაღების გახსნა შეიძლება კიდევ გადაიდოს.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამავე წლის მარტში დაიკეტა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებ, რომელთაგან 3 მდებარეობს ქალაქში, ხოლო დანარჩენი 9 სხვადასხვა სოფელშია განლაგებული.