დღეს, 9 თებერვალს, ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინ, 8 თებერვალს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ინფიცირების 55 შემთხვევა გამოვლინდა. მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევები პიკზე რჩება.
აღსანიშნავია, რომ ყველა ავადმყოფს არ უტარდება ტესტირება, თუმცა ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დღეს კორონავირუსის გამოსავლენად 183 ტესტი ჩაატარა, მათგან 138 ანტიგენზე, 45 PCR. გუშინ, 8 თებერვალს, ჩატარდა 197 ტესტი – 160 ანტიგენზე, 37 PCR-ი, შედეგად დაფიქსირდა კორონავირუსის 55 შემთხვევა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 442 ადამიანი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ყველა გამოვლენილ შემთხვევას ძირითადად ომიკრონის შტამის სიმპტომები აქვს, თუმცა მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ოფიციალურად მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს სარეკომენდაციო წერილით მიმართეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რათა სოფელ ოკამის სკოლა დაიხუროს.
მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის დისტანციურად 5 სკოლა მუშაობს.