ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე წყალგაყვანილობაზე ავარიის შედეგად უახლოესი შენობების ეზოები წყალმა დატბორა. ავარიის აღმოფხვრის სამუშაოები უკვე დაიწყო, პასუხისმგებელი პირები მოსახლეობას ჰპირდებიან, რომ, რაც შეიძლება მალე აღმოფხვრიან დაზიანებას.
აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლების თქმით, ავარია 2-3 დღის წინ მოხდა, ამ ხნის განმავლობაში წყალი გზაზე მიედინებოდა და მათი სარდაფებში ჩავიდა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერის, არტაკ ტარლამაზიანის თქმით, ავარიის შესახებ იციან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის შეაკეთებენ დაზიანებას.
“ჩვენ ავარიის აღმოფხვრაზე უკვე ვმუშაობთ, შევეცდებით, რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ პრობლემა”, – ამბობს ის.