გახდა ცნობილი, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში, ჯავახეთის მოსახლეობამ საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი მაგისტრალი გადაკეტა. ხალხი სატვირთო მანქანებს გადაადგილებას უშლის. მაგისტრალის გადაკეტვის მიზეზი, თურქეთი მიერ აზერბაიჯანისთვის საბრძოლო იარაღს სწორედ ამ გრით მიწოდება დასახელდა.
JNEWS– ის ცნობით, ამ წუთებში სოფელში დაძაბულობა შემცირდა, გზა თითქმის გახსნილია. საქართველოს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი სამველ მანუკიანი ისევე, როგორც ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი კარწახში იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
“ვიდრე საქართველო-სომხეთის საზღვარი არ გაიხსნება და ჩვენი დახმარება სომხეთის რესპუბლიკამდე არ მივა, თურქული სატვირთო მანქანები საქართველოში არ შემოვლენ”, – განაცხადეს ჯავახეთის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც მაგისტრალი გადაკეტეს.
JNEWS- ის ჟურნალისტები ადგილზე იმყოფებიან, მოვლენების განვითარებას მალევე წარმოგიდგენთ.