დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში, დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე, “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიების კანდიდატმა, სამველ პეტროსიანმა, საკუთარ Facebook გვერდზე არცახ-აზერბაიჯანის გადამკვეთ ხაზზე არსებულ ვითარებას გაუკეთა კომენტარი, რითაც სომხურ მხარეს მხარდაჭერა გამოუთქვა.
“როგორც ყველასთვის ცნობილი გახდა, 27 სექტემბერს აზერბაიჯანის მხარემ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიმართულებით განხორციელდა აგრესია, რომლის მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობა გახდა. ჩვენ, სომხები, მშვიდობისმოყვარული ადამიანები ვართ და ომი არ გვინდა. მაგრამ თუ ომში მოგვიწვიეს, ჩვენ მათ გამოწვევას ვღებულობთ. დღეს, ჩვენ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას ვუცხადებთ სოლიდარობას და მხარს ვუჭერთ მათ სამართლიან ბრძოლას.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები სომხები ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში აზერბაიჯანელებიც ცხოვრობენ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აქ ვითარება არ გაუარესდეს და სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობები არ გამწვავდეს.
აღშფოთებას იწვევს ის, რომ საქართველოს პარლამენტის აზერბაიჯანი ეროვნების დეპუტატებმა აზერბაიჯანის აგრესიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და ამასთანავე განაცხადეს, რომ სომხეთი საფრთხეს უქმნის საქართველოს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქართველოს საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანი, რადგან დღეს აზერბაიჯანის მიერ საქართველოს ტერიტორიაა ოკუპირებული, სადაც ქართული ისტორიული ძეგლი “დავით გარეჯი” მდებარეობს”,- დაწერა სამველ პეტროსიანმა.
შეგახსენებთ, 27 სექტემბერს, დაახლოებით 07:15 საათზე, აზერბაიჯანის მხარემ საჰაერო და სარაკეტო-საარტილერიო სროლების გამოყენებით, არცახის შეიარაღებული ძალებისა და აზერბაიჯანის გადამკვეთ ხაზზე შეტევები დაიწყო, განახორციელა დარტყმები ღრმა დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის არცახის დედაქალაქ, სტეფანაკერტზე. სომხური მხარე 59 მსხვერპლის შესახებ გვაცნობებს. დამოწმებული მონაცემებით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაახლოებით 200 სამხედრო პირი, 30 ტანკი და 20 უპილოტო მფრინავი აპარატი დაკარგა.