სომხეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 223 555 შემთხვევა, მათგან 214 998 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სომხეთში სულ 5 574 ინფიცირებული გარდაიცვალა, მათგან 1 092 პაციენტის გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება.