სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 166 728 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 069 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 156 910-ია.