სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 532 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 980 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 20-ით გაიზარდა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსზე 4 430 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში 216 596 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 199 115 პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 4 128-ს აღწევს.პირველი მაისის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 12 333-ს შეადგენს.