არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ 15 სამხედრო პირის სახელი გამოაქვეყნა, რომლებიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ გამოხატული აგრესიის შედეგად დაიღუპნენ.
სომხურ მხარეს დაჭრილთა საერთო რაოდენობა ამჟამად დაახლოებით 200 ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არწრუნ ჰოვანნისიანმა განაცხადა.
მანამდე, 27 სექტემბერს, გამოქვეყნდა 16 გარდაცვლილი სომეხი სამხედრო პირის სახელი. მსხვილმასშტაბიანი საომარი ქმედებების დაწყებიდან, ღარაბახის კონფლიქტის ზონაში, თავდაცვის ჯარმა 31 ადამიანი დაკარგა.