სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ს 4 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 165 909 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 3 034 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 154 535-ს შეადგენს.