სომხეთის მთავრობამ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა შემოიღო და გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშიანიანმა „Facebook“-ის პირად გვერდზე დაწერა.
„ძვირფასო თანამემამულენო, ახლა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ცხადდება სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. ყველა პირად შემადგენლობას მოვუწოდებ გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატებში“, – წერს ფაშინიანი.
27 სექტემბერს, 07:15 საათზე, აზერბაიჯანის ჯარებმა შეტევა არცახის სასაზღვრო ხაზის მთელ სიგრძეზე დაიწყეს. სომხეთისა და არცახის თავდაცვის სამინისტროების ცნობით, მტერმა შეტევა საჰაერო და სარაკეტო ცეცხლით დაიწყო, თუმცა საპასუხოდ რამდენიმე მიმართულებით უკან იქნა გაწეული. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები მიერ მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვა მიმდინარეობს, კერძოდ, თავდასხმა არცახის დედაქალაქ, სტეპანაკზე განხორციელდა.