“22 სექტემბერს კორონავირუსის 218 შემთხვევიდან გამოვლენილი უმეტესობა თბილისში და აჭარაშია”,- აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმი, მარინა ენდელაძე.
ექიმის თქმით, რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა რაოდენობა შემდეგია:
აჭარა – 137
თბილისი – 47
იმერეთი – 26
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6
გურია – 2
22 სექტემბერს ასევე დაფიქსირდა ორი ახალი გარდაცვალების ფაქტი.