თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება.
„დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და გახდა 3502. 196 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 128, თბილისი – 30, ქუთაისი -19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – ექვსი, ქვემო ქართლი – ხუთი, შიდა ქართლი – ერთი, გურია – ოთხი, ნცხეთა-მტიანეთი – ორი, კახეთი -ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განმარტებით, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ჯამში ინფიცირებულთა 43 პროცენტი შეადგინა.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობა-მეთვალყურეობას 1981 პაციენტი გადის.