კორონავირუსზე PRC ტესტის შედეგები, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამ მცხოვრებს ჩაუტარდა, 9 ივნისს, ღამით, გახდა ცნობილი. მათ კორონავირუსი არ აქვთ. სოფლის სხვა მცხოვრებლები 7 ივნისს ტემპერატურა შეუმოწმეს. არც ერთ მათგანს ტემპერატურა არ ჰქონდა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მონაცემებით, COVID-19 ვირუსზე ანალიზი სოფელ ყაურმის 3-მცხოვრებს გაუკეთდა. ტესტირებისთვის პაციენტები ეპიდემიოლოგებმა თავად შეარჩიეს, ანუ ის ადამიანები, ვისთანაც სოფლის მცხოვრებ ინფიცირებულს ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. კარანტინში გადაყვანილია ინფიცირებულის ოჯახის 4 წევრი.
სოფელ ყაურმის მცხოვრები საკუთარ სახლში 31 მაისს დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა და 14 დღის განმავლობაში საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა. ის კორონავირუსზე შეამოწმეს, თუმცა სახლში დაბრუნების უფლება მისცეს. 2 ივნისს, შუადღის შემდეგ, 44 წლის მამაკაცი კორონავისზე ეჭვით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რადგან მეორე ტესტმა, რომელიც მას სახლში დაბრუნების დღეს გაუკეთდა, სუსტად დადებითი შედეგი აჩვენა.
სოფელ ყაურმის მცხოვრებს COVID-19 დაუდასტურდა.
44 წლის მამაკაცს კორონავირუსზე და ანტისხეულებზე ღრმა გამოკვლევა გაუკეთდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყაურმის მცხოვრები გამავრცელებელი არ არის, ამიტომ ჯავახეთის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ამირან გამყრელიძე: სოფელ ყაურმის მცხოვრები კორონავირუსის გამავრცელებელი არ არის
7 ივნისს სოფელ ყაურმაში მოსახლეობა მაღალ ტემპერატურაზე შეამოწმეს, 3 მცხოვრებს კორონავირუსზე ტესტი გაუკეთეს. ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, მაღალი ტემპერატურა სოფლის არც ერთ მცხოცრებს არ ჰქონდა.
სოფელ ყაურმის მოსახლეობა მაღალ ტემპერატურაზე შეამოწმეს.