ახალქალაქში კორონავირუსით ინფიცირების 3 ოჯახში 8 შემთხვევაა გამოვლენილი, მათთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი არ დაუმტკიცდათ, რაც გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ის ჯერჯერობით არ არის გავრცელებული. თუმცა, ექიმები გვირჩევენ კორონავირუსს პასუხისმეგბლობით მოვეკიდოთ და უსაფრთხოების ყველა ზომა დავიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებულთა რიცხვის ზრდას ვარაუდობენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღესდღეობით კორონავირუსის 8 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის არიან ბავშვებიც.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა მუნიციპალიტეტში 2 ოქტომბერს დაფიქსირდა. ამის შემდეგ, მოსახლეობა გასულ თვეებთან შედარებით ფრთხილი გახდა, ქუჩებში პირბადეებით მოსიარულე ხალხის რაოდენობა გაიზარდა. იმ დროიდან კორონავირუსი დამტკიცებულია 3 ოჯახში – ორ ოჯახში ორ-ორი ინფიცირებული და 4 ინფიცირებული – ერთში. 86 ადამიანი, რომლებსაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლირებულნი არიან.

ახალქალაქის რაიონული ჰოსპიტალის მენეჯერი, ალექსან თორიანი ამბობს, რომ მოსახლეობას შორის პანიკას ვერ ამჩნევს, პირიქით, საავადმყოფოს მომსახურებით უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს. ალექსან თოროიანს უჭირს მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შეფასება.

“რაიონში ბევრი უსიმპტომო დაავადებულია, რაც, მხოლოდ ტესტირებით გამოვლინდება, ანუ ისინი არ არიან დაავადებულნი, მაგრამ ვირუსის მატარებლები არიან, რადგან მსგავსი მიგრაციის დროს, წლეულს ბათუმში შავი ზღვრის მთელს სანაპიროზე ჯავახეთელები იყვნენ, ხოლო ჩვენი ორი რეგიონი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ჩვენებს ერთმანეთთან სტუმრად სიარული უყვართ, ყავის დალევა, ამასთანავე ჩვენი მოქალაქეები ცოტათი უპასუხისმგებლოები არიან, ადამიანები საფრთხეს უქმნიან სხვის ცხოვრებას”, – ამბობს ალექსან თოროიანი.

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და სხვას საფრთხე არ შეუქმნან.

ალექსან თორიანი თვლის, რომ მოსახლეობას ინფორმაცია მედიის საშუალებით უნდა მიეწოდოს, აუხსნან, რომ საჭიროა სიფრთხილე, ტემპერატურისა და სხვა სიმპტომების არსებობისას ექიმს მიმართონ და ჰიგიენის ნორმები გაითვალისწინონ.

“ვშიშობ, მომავალში ჩვენ კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გვექნება, რადგან ხალხი მალავს, იტყუება, სიმართლეს არ ამბობს”, – ამბობს ალექსან თოროიანი.

რაიონული საავადმყოფოს ექიმები, მენეჯერის თქმით, ყოველ ხუთ დღეში ერთხელ გადიან ტესტირებას.

საერთო ჯამში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 1200 ტესტია ჩატარებული – ექიმებისთვის, ჯანმრთელობის საზოგადოებრივი ცენტრის მომუშავეებისთვის, მეხანძრეებისა და სხვებისთვის.