ბაკურიანის სასტუმროში განთავსებულ 26-ვე პირსა და ახალციხის სასტუმროში განთავსებულ 41 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. “იმედის” კლინიკაში ამ დრომდე, ერთი ტესტის პასუხს ელიან.
tv9news.ge-ს ინფორმაციის თანახმად, კოვიდინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 67 პირს COVID-19-ზე პასუხი უარყოფითი აქვს.
დღეს, 19 სექტემბერს, ლუგარის ლაბორატორიაში, დამატებით, 12 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნა, რომელთაც განმეორებით 25 სექტემბერს გამოიკვლევენ.
ეპიდემიოლოგთა განმარტებით, დაკრძალვასა და სხვა სასწრაფო საქმის გამო ქვეყანაში შემომსვლელ პირს, ტესტირების შედეგად კორონავირუსი თუ არ დაუდასტურდა, მისი საქართველოში შემოშვება დასაშვებია ერთი პირობით – ყოველ სამ დღეში უნდა გადამოწმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სამი დღის შემდეგ მან უნდა დატოვოს ქვეყანა.
ამ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იმით ხსნიან, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, 72 საათის განმავლობაში დაავადება გადამდები არ არის.