საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 341 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, დღეის მონაცემებით ის 4-ით გაიზრდილი და 1092 შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 7 082 მოქალაქე რჩება.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.