საქართველოში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 399 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 626 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 733, „პისიარ“-ტესტით – 1 893.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,87%, ბოლო 14 დღის – 1,26%, ბოლო 7 დღის – 1,16%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 915 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 990 გამოჯანმრთელდა, 16 794 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 875 495 აცრა, დღიურად აცრილია 519.

ამასთან, 20 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 117 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.