საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 914 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 522 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 251, „პისიარ“ ტესტით – 14 271.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,93%, ბოლო 14 დღის – 6,16%, ბოლო შვიდი დღის – 5,82%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 611 269 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 582 805 გამოჯანმრთელდა, 8 917 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 774 769 აცრა, დღიურად აცრილია 12 469.
კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 278 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 726 პირი.
ამასთან, 28 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 010 პაციენტი, გარდაიცვალა 40 პირი.