დღეს, 8 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში აღმართეს და აკურთხეს ჯვარი.

kartikam

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამში უზარმაზარი ჯვარი დაიდგა. მეტალის ჯვრის მშობლიურ სოფელში დადგმა ბავშვობის 12-მა მეგობარმა გადაწყვიტა. მათი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს. 12 მეგობარი: ჩეჩელიანი მურად, სარიანი ვიტალი, ოქროიანი მანველი, დუმანიანი არტური, დუმანიანი მხითარი, იღითხანიანი არმენი, ელიზბარიანი გრიგორი, ელიზბარიანი არარატი, ელიზბარიანი გარნიკი, კულახსზიანი ჰაკობი, გინოიანი პავლიკი, ესაიანი არარატი.

ქალაქ ახალქალაქის მიმართულებით, ჯვრის საყრდენზე დგას ტაბლეტი, რომელზეც წერია სოფლის დაარსების თარიღი – 1928-30 წწ. და ლოცვა «მამაო ჩვენო», მეორე მხარეს, 12 მეგობრის სახელი, რომლებმაც ჯვარი აღმართეს.

IMG_7r713

ჯვრის დადგმა დიდი ხნის წინათ იყო დაგეგმილი, მაგრამ სოფლის მოსახლეობას ჯერ კორონავირუსმა შეუშალა ხელი, შემდეგ კი ყარაბაღის ომმა. დასაწყისში გახსნას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე მეზობელი სოფლების მცხოვრებლები. ღონისძიება მთიანი ყარაბაღის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. ამის შემდეგ, იდეების ავტორებმა წითელი ლენტი გაჭრეს და ახალქალაქის კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა, მამა ანდრეი იანიცკიმ ჯვარი აკურთხა.

kart

ღონისძიების ფარგლებში სოფლის ბავშვები სომხურ პატრიოტულ სიმღერებს მღეროდნენ, კითხულობდნენ ლექსებს და ცეკვავდნენ ეროვნულ ცეკვებს.
ამის შემდეგ, ყველა სუფრასთან მიიპატიჟეს.

IMG_776e4