დღეს, 17 იანვარს, ახალქალაქში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის 338 ტესტი ჩატარდა, მათგან 295 ანტიგენზე და 43 PCR ტესტი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 281 ადამიანი იმყოფება.
სწავლის განახლებამდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლების მასწავლებლებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის ტესტი ჩააბარეს. ანალიზების შემდეგ კორონავირუსი მხოლოდ ერთ მასწავლებელს დაუდგინდა სოფელ ბეჟანოდან, ხოლო ერთ მასწავლებელს სოფელ ოკამიდან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ტესტი საეჭვო იყო. დღეს, მეორე ტესტის შემდეგ, ამ უკანასკნელს კორონავირუსი დაუდასტურდა.