კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, კერძოდ, მიმდინარე წლის 12 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, პირველი არხის თანახმად, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა.
სამინისტროს დანაყოფების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42 11 მუხლით („პირბადის ტარების წესის დარღვევა“) დასახელებულ პერიოდში 5 107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა, 4 776 პირს კი სიტყვიერი შენიშვნა/გაფრთხილება მიეცა.