ახალციხეში კორონავირუსის ტესტი დაახლოებით 100-მა ადამიანმა გაიარა. ამის მიზეზი ახალციხეში, დაახლოებით ერთი კვირის წინ მოწყობილი, ხალხმრავალი პანაშვიდი იყო. აღმოჩნდა, რომ დაკრძალვაზე მყოფ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი აქვს.
18 სექტემბერს გაირკვა, რომ დაკრძალვაზე მყოფი ერთ – ერთი პირი კორონავირუსით არის ინფიცირებული. იგი ახლახან ჩამოვიდა საქართველოში.
ის, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა, ცნობილი გახდა როდესაც დაკრძალვის შემდეგ, ის ახალციხიდან სომხეთში დაბრუნდა.
იმ პირთა ტესტების შედეგები, ვისაც შესაძლოა ამ ადამიანთან კონტაქტში იმყოფებოდნენ, დღეს, 19 სექტემბერს გახდება ცნობილი.